ჩვენ ვართ პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და ნავსადგურების ოპერირების მიმართულებით გთავაზობთ შეუფერხებელ ტრანსპორტირებას რუმინეთსა და საქართველოს შორის.
როგორც საზღვაო დამაკავშირებელი E60 მაგისტრალისთვის, რომელიც გადის საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე, ჩვენი რეგულარული მიმოსვლა შავ ზღვაზე ხელს უწყობს ტრანსპორტირების განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებაში.
ჩვენ ვაკავშირებთ ქვეყნებსა და რეგიონებს ჩვენი ეფექტური და საიმედო საბორნე ოპერაციების მეშვეობით, ამასთან, ვუზრუნველვყოფთ სატვირთო და მსუბუქი მანქანების, კონტეინერების, არაგაბარიტული ტვირთების და ასევე მგზვრების სწრაფ და კომფორტულ ტრანსპორტირებას.
ჩვენი ხედვაა გავაძლიეროთ კავშირი და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საბორნე მომსახურების შეთავაზებით.
ჩვენი მიზანია გავხდეთ ჩვენს რეგიონში სატრანსპორტო კომპანიების, ბიზნესების და მგზავრების სასურველი არჩევანი.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ სავაჭრო ურთიერთობებს და იმ რეგიონების ზრდას და განვითარებას, რომლებსაც ვემსახურებით.